
შვედეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიციური ბლოკი მცირე უპირატესობით ლიდერობს.
როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ბლოკი, რომელიც სოციალ-დემოკრატების ლიდერ მაგდალენა ანდერსონს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად უჭერს მხარს, 349-წევრიან პარლამენტში 176 მანდატს იღებს, მემარჯვენე ბლოკი კი – 173-ს.
წინასწარი შედეგებით, სოციალ-დემოკრატებმა ხმების 28.1% მიიღეს. მეორე ადგილზე პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის „ზომიერების“ პარტია გავიდა 19.9%-ით, მესამე ადგილზე კი „შვედეთის დემოკრატები“ არიან 17.6%-ით.
მანდატებს შორის მცირე სხვაობის გამო, ახალი მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები შესაძლოა, გართულდეს. მედიის ცნობით, საბოლოო გამარჯვებული, შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოვლინდეს, რადგან საჭიროა საზღვარგარეთიდან მიღებული ბიულეტენების დათვლაც.
0
0
დღეიდან ე.წ. მეორადი ჩარიცხვები იწყება
14/09/2026