
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი ზემო აჭარაში მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს. თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავების პირველი ეტაპი სრულდება. სააგენტოს სპეციალისტებმა ხულოს მუნიციპალიტეტში - ვაშლოვანის, სხალთას, დეკანიშვილების, დიდაჭარის და დაბა ხულოს ადმინისტრაციულ ერთეულებში 900 ჰა ტერიტორია დაამუშავეს. მობილიზებული იყო 15 ერთეული სპეციალური ტექნიკა.
წამლობითი ღონისძიებები გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით ტარდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აჭარაში ასევე ინტენსიურად ახორციელებენ წერტილოვან წამლობებს ცივი შესხურებით.
აზიური ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა.
ხულოს მუნიციპალიტეტში თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე დავით ქავთარაძე და ხულო მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იქნება საქართველოს მოსახლეობაში. მჯერა, რომ ეს ასე არ იქნება. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დაყენებული პირობები არავითარ კავშირში არ არის და პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენება, მათ შორის იმ ორი ცნობილი კანონის გაუქმება. ამას შანტაჟის ფონზე არ გავაკეთებთ და არა იმიტომ, რომ რაღაც ყელყელაობა და თავის მოწონება გვინდა, რა მაგარი ხალხი ვართ. ამ ორი კანონის გაუქმება საქართველოს მომავალზე დამღუპველად იმოქმედებს. ვიზალიბერალიზაციასთან არავითარ კავშირში არ არის, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის მოსაწყობად გარკვეული ჯგუფების დაფინანსება არ წყდება. ეს ხომ ნათელზე-ნათელია“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
0
0
მდინარე ალაზანში 25 წლის ბიჭი დაიხრჩო
23/07/2025