
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 29 ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებში, სპეციალური ეკიპაჟების მიერ თავშესაფრებში გადაყვანილია 3 761 ცხოველი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცხოველებს ჩაუტარდათ შემდეგი მანიპულაციები: 3 761 აიცრა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით; 3 172 ჩაუტარდა სტერილიზაცია/კასტრაცია; 3 733 გაუკეთდა იდენტიფიკაცია, დაედო საყურე ნიშანი; 3 548 დაბრუნდა ბუნებრივ გარემოში, თავშესაფარშია 213 ცხოველი; 213 ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს;
„საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამას ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციას, ვაქცინაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოს შექმნას ადამიანისა და ცხოველებისთვის.
პროგრამა, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს და ბორჯომის მუნიციპალიტეტს მოიცავს.
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9 000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
0
0
საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება
16/10/2025