
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა მედიასთან ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ილაპარაკა.
„კითხვა იყო დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით, რატომ შეიქმნა ამის აუცილებლობა და ვუპასუხე [თურქ კოლეგას], რომ ეს არ იყო ჩვენი მხარის [ინიციატივა]. კადრებშიც ჩანს, რომ იქ სახელმწიფოს წარმომადგენელი არ მიდის, ეს კანონი მოწესრიგებულია „უეფას“ მიერ, რომ ისეთი შინაარსის ბანერები, მათ შორის დროშები, რომელმაც შესაძლოა სპორტული ღონისძიების დროს გამოიწვიოს მღელვარება და დაძაბულობა, აკრძალულია.
ყველა საერთშორისო მატჩის წინ ტარდება თათბირი. ამ თათბირზე განიხილება მსგავსი ტიპის საკითხები, მათ შორის განხილული იყო ეს საკითხი და „უეფას“ წარმომადგენლების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ, გარდა თურქეთის, ისრაელისა და საქართველოს სახელმწიფო დროშებისა, რადგან ჩვენს ქვეყანაში იყო თამაში, სხვა ქვეყნის დროშები და სიმბოლიკები არ უნდა გამოყენებულიყო. ეს პირობა იყო ამ შემთხვევაში დარღვეული და „უეფას“ დელეგატმა მიუთითა, რომ შეთანხმებისამებრ ის უნდა აეღოთ.
ის თანამშრომელი, რომელიც მივიდა და დროშის აღებისკენ მოუწოდა, იყო „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული კერძო კომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც ეს ქმედება ევალებოდა“, - აღნიშნა თამაზაშვილმა.
0
0