-share.jpg)
გავრცელებული ინფორმაცია, სუდანში ქართული თვითმფრინავის დაწვასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არ დასტურდება.
ავიაკომპანიის ერთ-ერთი პილოტის, მამუკა მარკოზაშვილის განმარტებით, ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა და ოფიციალურ ცნობებს კომპანია თავად გაავრცელებს.
„ჩვენ ველოდებით ოფიციალურ დადასტურებას, თვითმფრინავის დაწვასთან დაკავშირებით და ამის შესახებ კომპანია თავად განაცხადებს. საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. კანტი-კუტად სროლები არის. ეს ყოველთვის იყო და იქნება. მორატორიუმია გამოცხადებული და ველოდებით შემდეგ ინფორმაციას“, - განაცხადა მამუკა მარკოზაშვილმა.
სუდანში ამ დროისთვის საქართველოს 40-მდე მოქალაქე იმყოფება, რომელთა ნაწილი ავიაკომპანიების „ჯეო-სქაის“ და „მაივეი ეარლაინსის“ თანამშრომლები არიან.
კომპანიის წარმომადგენლებს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მუდმივი კონტაქტი აქვთ მოქალაქეებთან.
საგარეო უწყების ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
0
0