
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
რექტორის თქმით, ეროვნული გამოცდების ჩაბარება დიდ მიზანთან მიახლოების პირველი ეტაპია, რომელიც მათთვის ახალი შესაძლებლობებისა და პროფესიული განვითარების გზას ხსნის.
„ძვირფასო აბიტურიენტებო, ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო,
გილოცავთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მონაკვეთის დაწყებას. ეს დღე ახალი შესაძლებლობების, პასუხისმგებლობისა და მომავალი წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
ეროვნული გამოცდების ჩაბარება დიდი მიზნისკენ მიმავალი გზის პირველი და უმნიშვნელოვანესი ეტაპია. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი ღირსეულად გაართმევს თავს ახალ გამოწვევას და დასახული მიზნების განსახორციელებლად წარმატებულ ნაბიჯს გადადგამს.
გისურვებთ წარმატებით დაძლიოთ ყველა გამოცდა, მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი ცოდნა და შეძლოთ იმ პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევა, რომელიც თქვენი მომავალი წარმატების საფუძველი გახდება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და თითოეულ თქვენგანს წარმატებას, ჯანმრთელობასა და ღირსეული მომავლისკენ მიმავალ გზაზე გამარჯვებების მიღწევას გისურვებთ“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის განცხადებაში.
0
0