15/09/2025
00:33

"სწორი მიდგომაა"- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის პრემიერის, კირ სტარმერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს:
"-ხალხს აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება. ეს ჩვენი ქვეყნის ღირებულებების განუყოფელი ნაწილია. მაგრამ ჩვენ არ შევეგუებით პოლიციელებზე თავდასხმებს, რომლებიც თავიანთ საქმეს ასრულებენ ან იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ქუჩებში შიშს გრძნობენ თავიანთი წარმომავლობის ან კანის ფერის გამო",
ამის შესახებ სტარმერმა დაწერა X-ზე.
ცნობისთვის, შაბათს, ლონდონში ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაში, სულ მცირე, 100 000 ადამიანი მონაწილეობდა. მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ქუჩაში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. აქციის დროს 25 ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა 26 სამართალდამცველი.
ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვდნენ. დემონსტრანტებს ვიდეოკავშირის საშუალებით ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმაც მიმართა. მან "მასობრივ უკონტროლო მიგრაციაზე" ისაუბრა და დიდ ბრიტანეთში მთავრობის შეცვლისკენ მოუწოდა.
0
0