12/05/2023
18:25
სამართალი
მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და ახლა სარჩელის განხილვა უნდა დაიწყოს.
ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილის გადარჩენა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნორვეგიასა და პოლონეთშიც სურთ და ის ოპტიმისტურად არის განწყობილი შემდგომი პროცესების მიმართ.
" მთელმა მსოფლიომ იცის რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და უმრავლესობა თანახმაა, რომ პუტინის პირადი პატიმარია. ასევე ყველამ იცის, რომ არის მძიმე ავადმყოფი. ეს არაერთმა მაღალი დონის ექიმმა დაადასტურა, სრულიად ნეიტრალური ადამიანები იყვნენ. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ევროკავშირის ექიმების ჩამოსვლა, რომლებიც მზად იყვნენ ჩამოსულიყვნენ და ენახათ. ის , რომ ვერ მოხერხდა მათი შემოსვლა მინიშნება იყო ჩემთვის, რომ პირველი ეტაპის პასუხი შეიძლება ყოფილიყო უარყოფითი.
გრძელდება ეს პროცესი და ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე. იქნება უკვე სარჩელის განხილვა და იმედი მაქვს იქ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ელოდება ბევრი ადამიანი, საქართველოს მოსახლეობა, რაც ყველა გამოკითხვამ გვაჩვენა. ბევრ ადამიანს უნდა გადარჩეს. ძალიან ბევრს უნდა საქართველოში, ეს უნდათ ნორვეგიაში, პოლონეთში, ეს უნდათ ევროპარლამენტარებს, ევროსაბჭოს , ლიტვის სეიმს , უკრაინის, პოლონეთის სეიმს. ყველამ ვიცით რისთვის ზის, შეთითხნილი საქმეებისთვის. ზის იმისთვის, რომ არ გადასცა ქვეყანა პუტინს. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილები და ვფიქრობთ, რომ სამართალი გაიმარჯვებს".-თქვა გიული ალასანიამ.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს ევროსასამართლომ პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი უთხრა.
0
0