
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, გურიაში, სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სტიქიის ზონაში რჩება და საგანგებო შტაბს უწევს კოორდინაციას.
მისი ინფორმაციით, ამ დრომდე ჯამში გამოყვანილია 120 მოქალაქე და სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობდა.
სტიქიის ზონაში იმყოფება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ბარნაბიშვილი. მისი განცხადებით, გურიაში, სტიქიის ზონაში, თხოვნისა და საშიშროების არსებობის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილმა სახლების დატოვებაზე უარი განაცხადა. თუმცა ნაწილის დათანხმება მაინც მოხერხდა.
გარკვეულ სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები
როგორც ცნობილია, სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 2 მოზარდია.
სამაშველო ღონისძიებებში ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება არ დგას.
მაშველებს მოქალაქეები ნავებით და სხვა დამხმარე საშუალებებით გამოჰყავთ სტქიის ზონდან.
“სფეისნიუსმა” გაავრცელა პირველი ვიდეოკადრებიც, სოფელ ხორეთში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ.
0
0
1 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
29/04/2026