04/08/2023
16:34
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაშიც და ონშიც, სადაც სტიქიის ეპიცენტრიდან გადარჩენილები გადაჰყავთ, სამედიცინო პუნქტებია გახსნილი, სადაც როგორც ევაკუირებულებს, ისე დაკარგულების ოჯახის წევრებს ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას უწევენ.
„ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო დახმარების კუთხით სხვადასხვა რაიონიდან სხვადასხვა ტიპის ბრიგადა, ექიმები სხვადასხვა მიმართულების და კვალიფიკაციის. არის ადგილზე, ონში არის იქ, ეპიცენტრში. ისინი მუშაობენ როგორც დაკარგულების ოჯახის წევრებთან, ასევე, როცა ხდება ადამიანების გამოყვანა, მერე უკვე სამედიცინო ჩარევების კუთხით. ახლაც დამატებითი სასწრაფო დახმარების ბრიგადა მიდის ადგილზე. ექიმები ყველანაირად ზრუნავენ დაზარალებულების ფსიქოლოგიურ და სამედიცინო მდგომარეობაზე. სტიქიის ზონიდან გამოყვანილი ადამიანებიდან არცერთს არ დასჭირვებია ჯერ კლინიკებში გადაყვანა. რამდენიმეს უმნიშვნელო დაზიანება ჰქონდა“, - განაცხადა მინისტრმა.
7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამ დროისთვის, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
0
0