
სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებში მაშველებთან ერთად თავდაცვის ძალებიც ჩაერთვება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
„მივიღე გადაწყვეტილება, მაშველებთან ერთად ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები. თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ აქ და მიეხმარებიან ჩვენს მაშველებს, რათა აქტიური ძიება გაგრძელდეს.
პარლამენტის თავმჯდომარესთან და მინისტრებთან ერთად, მე თავად მოვინახულე სტიქიის ზონა და შეგიძლიათ ნახოთ კადრები, ძალიან მძიმე ვითარებაა. უზარმაზარი ტალახის მასაა ჩამოტანილი“, - განაცხადა პრემიერმა.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 7 ადამიანი, 31-მდე დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
0
0
23 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
19/12/2025