03/08/2023
20:47
საზოგადოება
400 მეხანძრე მაშველია მობილიზებული სტიქიის ზონაში - 70-მდე მოქალაქე გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე, - ამის შესახებ შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„ამ დროისთვის 400 მეხანძრე მაშველია მობილიზებული სტიქიის ზონაში, ასევე ადგილზეა ვერტმფრენი. ამ დროისთვის გამოყვანილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 70-მდე მოქალაქე. გრძელდება ევაკუაცია“,- აღნიშნა მღებრიშვილმა.
ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კურორტ შოვში სტიქიის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. შემთხვევა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა.
სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სტიქიის შედეგად სასტუმროს არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.
შემთხვევის დროს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე 40 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 12 ბავშვია.
0
0