03/08/2023
17:21
საზოგადოება
ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კურორტ შოვში სტიქიის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. შემთხვევა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა.
სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლები „ქრონიკასთან“ საუბარში ამბობენ, რომ სტიქიის შედეგად სასტუმროს არცერთი თანამშრომელი დაშავებულა, თუმცა სასტუმროს სტუმრები და მომსახურე პერსონალი ტერიტორიას ჯერჯერობით ვერ ტოვებენ.
სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი გაემგზავრა. ადგილზე მაშველები მუშაობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა სტიქიის ადგილზე უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან. „ქრონიკა“ ონის მერს ესაუბრა.
„დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არის. შემთხვევის ადგილზე იმყოფება როგორც ჩემთან ერთად ასევე სახელმწიფო რწმუნებულიც, აპარატთან ერთად. ადგილზეა სამაშველო სამსახური და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი მოემართება დასახმარებლად “, - განაცხადა ონის მერმა სერგო ხიდეშელმა.
0
0