
ვირჯინია „ჯინჯერ“ ჰისლოპმა სტენფორდის უნივერსიტეტი 105 წლის ასაკში დაამთავრა და მაგისტრის ხარისხი მიიღო.
ჰისლოპმა კამპუსში სწავლა 1936 წელს დაიწყო, ხოლო 1940 წელს, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიიღო, მოგვიანებით კი, მაგისტრის ხარისხზე მუშაობა დაიწყო. თუმცა, დისერტაციის დაცვის დაწყებამდე, მისი მაშინდელი მეგობარი ბიჭი, სარეზერვო ოფიცერთა მომზადების კორპუსის სტუდენტი ჯორჯ ჰისლოპი, მეორე მსოფლიო ომის დროს, სამხედრო სამსახურში გამოიძახეს. ვირჯინიამ და ჯორჯმა დაქორწინება დააჩქარეს. ვირჯინია ჰისლოპი იძულებული გახდა კამპუსი სწავლის დამთავრებამდე დაეტოვებინა.
83 წლის შემდეგ, ვირჯინია ჰისლოპი სტენფორდში დაბრუნდა და სამაგისტრო ხარისხზე მუშაობა ისევ გააგრძელა. როდესაც ის დიპლომის გადაცემის ცერემონიაზე იდგა, აუდიტორია აპლოდისმენტებით შეხვდა.
„დღეს ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენს 105 წლის კურსდამთავრებულს ხელოვნების მაგისტრის წოდებას ვანიჭებთ“, - თქვა დეკანმა დანიელ შვარცმა სიტყვით გამოსვლისას.
„ყველა ბავშვს [ვისაც სურს] უნდა ჰქონდეს თავისი პოტენციალის განვითარებისა და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა“, - თქვა ჰისლოპმა.
ვირჯინია ჰისლოპს დიპლომი კამერების წინ გადასცეს. დიპლომის გადაცემის ცერემონიას მისი შვილიშვილები და შვილთაშვილებიც ესწრებოდნენ.
დღესდღეობით, ვირჯინია ჰისლოპი დროის უმეტეს ნაწილს საზოგადო საქმეებში, კითხვაში, სოციალიზაციასა და ბაღში მუშაობაში ატარებს.
0
0