04/12/2023
10:48
მსოფლიო
ნიუ-იორკში, ქუინსში, კაცმა, სტეიკის დანით, ნათესავების ოჯახის ოთხი წევრი, მათ შორის - 12 წლის ბიჭი და 11 წლის გოგო მოკლა, რის შემდეგაც მათი სახლის დაწვა სცადა, - ამის შესახებ BBC წერს.
911-ში ზარი, ადგილობრივი დროით, 05:10 საათზე შევიდა. "ახალგაზრდა ქალმა განაცხადა, რომ ბიძაშვილი მისი ოჯახის წევრებს კლავდა", - განაცხადეს პოლიციის ბრიფინგზე.
ადგილზე ორი სამართალდამცველი გამოცხადდა, თუმცა კაცი მათაც დაესხა თავს - ერთი პოლიციელი კისრისა და გულ-მკერდის, მეორე კი თავის არეში დაჭრა, რის შემდეგაც, ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა.
შემთხვევას ერთადერთი გადარჩენილი ჰყავს - ამავე ოჯახის წევრი 61 წლის ქალი. ის დაჭრილია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 39 წლის კორტნი გორდონია, რომელიც, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ადრე დაკავებული იყო.
0
0