
„ბატონი კუბილიუსის განცხადება ცოტა გაუგებარია“, - ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ წევრი და ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, სადაც მან განაცხადა, „თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღების დროს საუბარია საქართველოზე, ქართველ ხალხზე და არა „ოცნებაზე“.
ელისაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
„ბატონი კუბილიუსის განცხადება ცოტა გაუგებარია. კანდიდატის სტატუსს მიიღებს ან ვერ მიიღებს არა „ქართული ოცნება“, არამედ საქართველო. პირველ რიგში აქ საქართველოზეა ლაპარაკი. ბატონ კუბილიუსს როგორც ჩანს, ეს აცდენა აქვს.
ჩვენ ქართველები, ჩვენი სახელმწიფო ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. რეფორმების თვალსაზრისით მართლა ვუსწრებთ, მოლდოვასაც და უკრაინასაც.
საქართველო თუ ვერ მიიღებს სტატუსს, ეს იქნება მწვანე შუქი რუსეთისთვის და ხელ-ფეხის გახსნა. ზურგით დადგომა იქნება ეს ევროპისგან საქართველოსადმი. ეს რატომ ერევა ბატონ კუბილიუსს ან სხვას არ ვიცი“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
0
0