სტარტიდან რამდენიმე წუთში ჩრდილოეთ კორეის რაკეტა და ჯაშუში თანამგზავრი აფეთქდა
A-
+A

ჩრდილოეთ კორეის ჯაშუში თანამგზავრის ორბიტაზე გაშვება წარუმატებლად დასრულდა. რაკეტა, რომელსაც თანამგზავრი დედამიწის ორბიტაზე უნდა გაეყვანა, სტარტიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ავარია ჩრდილოეთ კორეამაც დაადასტურა. აეროკოსმოსის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ავარიის მიზეზი რაკეტის ძრავის მწყობრიდან გამოსვლა გახდა.
სამხრეთ კორეის ინფორმაციით, რაკეტის გაშვებიდან რამდენიმე წუთში სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეის სანაპიროსთან რაკეტის და თანამგზავრის ნამსხვრევები შეამჩნიეს, რომლებიც ზღვაში ჩავარდა.
გასული წლის ნოემბერში ჩრდილოეთ კორეამ ორბიტაზე ერთი ჯაშუში თანამგზავრი გაიყვანა და 2024 წელს კიდევ 3 მსგავსი აპარატის გაშვების პირობა დადო. სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ამ პროცესში ჩრდილოეთ კორეას რუსეთი ეხმარება.
0
0
176
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%