მილიარდელ ილონ მასკის განცხადებით, ღაზას სექტორში მდებარე საავადმყოფოში, Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისი არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და ისრაელის დახმარებით, გააქტიურებულია.
სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიხ აბდულა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა მილიარდერ ბიზნესმენს მადლობა გადაუხადა ღაზაში არსებული არაბეთის გაერთიანებული საემიროების საველე ჰოსპიტალის მხარდაჭერისთვის.
„არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და ისრაელის დახმარებით, Starlink-ის ინტერნეტ სერვისი უკვე აქტიურად მუშაობს ღაზას საავადმყოფოში“, - წერს მასკი X-ზე. როგორც ცნობილია, ხუთ თვის წინ, ისრაელის მთავრობამ ღაზას სამხრეთ ქალაქ რაფაჰში Starlink-ის გამოყენება დაუშვა.
„მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, ვიდეო ზარების საშუალებით, რეალურ დროში პაციენტების სამედიცინო კონსულტაციებით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა თებერვალში არაბეთის გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
0
0