
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ თავდასხმის უკან „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ (PKK) და „სახალხო თავდაცვის ქურთული რაზმების“ (YPG) ტერორისტულ დაჯგუფება დგას.
„ჩვენი შეფასებით, სტამბოლში, ისტიკლალის ქუჩაზე, ტერაქტის უშუალო შემსრულებელმა ქალმა დაკითხვის დროს აღიარა, რომ ის თურქეთში ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებმა და სირიელი ქურთების სახალხო თავდაცვის რაზმების ხელმძღვანელობამ გაგზავნეს. ტერორისტული თავდასხმის ბრძანება ჩრდილოეთ სირიიდან - აიინ ალ-არაბიდან წამოვიდა, სადაც PKK/YPG-ს შტაბ-ბინა მდებარეობს.
„თურქეთი გააგრძელებს თავის მტკიცე და კანონიერ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენ სამაგიეროს გადავუხდით მათ, ვინც პასუხისმგებელია ამ საზარელ ტერაქტზე,” - განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
სოილუმ დაადასტურა, რომ, თავდასხმის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა. დაშავებულთაგან 50 საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ხუთი კი - ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს. მისივე თქმით, დაშავებულთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.
თურქეთის წინააღმდეგ 35 წელზე მეტი ხნის ტერორისტული კამპანიის დროს „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ (PKK), რომელიც თურქეთმა, აშშ-მა და ევროკავშირმა ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა, პასუხისმგებელი იყო 40 000-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და ჩვილების სიკვდილზე. „სახალხო თავდაცვის ქურთული რაზმები“ (YPG) სირიაში PKK-ის ფილიალია.
0
0
ტრამპი ამბობს, რომ ის ნევროზული ადამიანია
20/12/2025