
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მიწვევით, სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოს პირველ პირებთან ერთად, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება.
მთავარი ეროვნული ღონისძიების მიმდინარეობისას, მიწვეულ სტუმრებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე დღეს სიტყვით მიმართავს.
„მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბუდაპეშტში, რათა ერთად აღვნიშნოთ უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის 70 წლისთავი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება“, - ნათქვამია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის მიერ გამოგზავნილ წერილში, რომლითაც ის საქართველოს მთავრობის მეთაურს ბუდაპეშტში ეპატიჟება.
„მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბუდაპეშტში, რათა ერთად აღვნიშნოთ უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის 70 წლისთავი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება ღონისძიებაზე, სადაც პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა სიმამაცე დღეს შთაგვაგონებს ჩვენს საერთო ევროპულ მომავალს და რომელთა მემკვიდრეობაც კვლავ პასუხობს ჩვენი დროის გამოწვევებს“, - აღნიშნა მადიარმა.
0
0