
The Washington Post-ი კრემლის ყოფილ თანამდებობის პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ 15 მაისს, სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი წარმოადგენენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ყოფილმა ჩინოვნიკმა ანონიმურობის პირობით ისაუბრა. როგორც გაზეთი წერს, კრემლს ჯერ არ გამოუცხადებია, ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა „ბრიფინგზე ნათლად განაცხადა“, რომ დელეგატების ვინაობა გახმაურდება მაშინ, „როდესაც პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის“.
„(რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ) პუტინსა და (უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ) ზელენსკის შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა ნაკლებად სავარაუდოა. ჩავა თუ არა პუტინი სტამბოლში მოლაპარაკებებისთვის, ახლა დამოკიდებულია (აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ) ტრამპსა და მის მზაობაზე - აიღოს პასუხისმგებლობა ზელენსკის საქციელზე.
ამერიკული მხრიდან მოსალოდნელია სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს და სპეციალური წარმომადგენლების, სტივ ვიტკოფისა და კიტ კელოგის დასწრება. ეს არის „მოლაპარაკებებში წინსვლის პირველი ნიშანი რამდენიმე კვირის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც ისინი, როგორც ჩანს, ჩიხში შევიდნენ“, - წერს გამოცემა.
0
0