
კომპანია „თელასმა“ 2025 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
2025 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 1,006 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 3,2% (31 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2024 წლის პირველ კვარტალში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისა და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2025 წლის მარტის მონაცემებით 2024 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4,2%-ით (31,6 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 787,9 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 705,5 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 82,4 ათასი – იურიდიური პირი.
2025 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 7 214 კმ შეადგინა, რაც 4,4%-ით (301 კმ-ით) აღემატება 2024 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს (6 913 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.
0
0