14/07/2023
10:36
საზოგადოება
კომპანია „თელასმა“ 2023 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
2023 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1,706 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 6,8% (109 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2022 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
სს „თელასი“-ს აბონენტთა რაოდენობა 2023 წლის ივნისის თვის მდგომარეობით 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,3%-ით (23,7 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 738,5 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 662,8 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 75,7 ათასი – იურიდიური პირი.
2023 წლის ექვსი თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 763 კმ შეადგინა, რაც 3,8%-ით (250 კმ-ით) აღემატება 2022 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს (6 513 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.
მაჩვენებელი | 2023 წლის 6 თვე | 2022 წლის - 6 თვე | +/- |
ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ | 6 763 | 6 513 | +3,8% |
ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლრდ კვტ*სთ | 1,706 | 1,597 | +6,8% |
მომხმარებელთა რაოდენობა, ათას | 738,5 | 714,8 | +3,3% |
0
0