27/04/2024
18:46
მსოფლიო
სრულმასშტაბიანი ომი ისრაელის ჩრდილოეთით მცხოვრებლებს სახლში არ დააბრუნებს, არამედ დაასრულებს მათ იქ ყოფნას „ერთხელ და სამუდამოდ”, – ამის შესახებ ლიბანური შიიტური დაჯგუფება “ჰეზბოლას” გენერალური მდივნის მოადგილემ, ნაიმ ყასემმა განაცხადა.
„ჰეზბოლას“ წარმომადგენლის თქმით, ისრაელის აგრესიის ნებისმიერ გაფართოებას დაჯგუფების მხრიდან მტკიცე პასუხი მოჰყვება.
„წაიკითხეთ რას წერს ისრაელის მედია: ჩრდილოეთში ბრძოლების დაწყების დღიდან „ჰეზბოლას“ მიერ გაშვებული იქნა, დაახლოებით 4 000 რაკეტა და, დაახლოებით 6 000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა. ისინი ამბობენ, რომ „ჰეზბოლას“ აქვს 150 000 რაკეტა და ჭურვი, ასე რომ, თუ გამოვიანგარიშებთ, ეს არის ჩვენი მარაგის 3 პროცენტი. ისრაელის მედიის თანახმად, ამ შვიდი თვის განმავლობაში მხოლოდ 3 პროცენტი გამოვიყენეთ, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოსახლეობის გადაადგილებაზე, ისრაელის არსებით დანაკარგებზე, ისრაელის არმიის მარაგების ამოწურვასა და დიდი გამძლეობისა და თავგანწირვის დემონსტრირებაზე“, – განაცხადა ნაიმ ყასემმა.
0
0
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10/05/2024