
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ვატიკანიდან მისალოცი წერილი მიიღო.
ქრისტიანთა ერთიანობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტის, კარდინალ კურტ კოხის გზავნილში ხაზი გაესვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულის როლს და გახმოვანდა წმინდა საყდრის პოზიცია. კარდინალმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი პატრიარქის მსახურება ხელს შეუწყობს ეკლესიებს შორის "ერთობის, ქველმოქმედებისა და ძმური დიალოგის" განმტკიცებას.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არჩეულ იქნა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა შიო III.
ამ მოვლენასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ვატიკანიდან მისალოცი წერილი მიიღო. ქრისტიანთა ერთიანობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტმა, კარდინალმა კურტ კოხმა, პატრიარქს კეთილი სურვილები გაუგზავნა და ხაზი გაუსვა მისი მოწოდების მნიშვნელობას - "დამწყემსოს იესო ქრისტეს სამწყსო".
კარდინალმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი პატრიარქის მსახურება ხელს შეუწყობს ეკლესიებს შორის "ერთობის, ქველმოქმედებისა და ძმური დიალოგის განმტკიცებას"- აღნიშნულია ვატიკანის ცენტრალური ადმინისტრაციული ორგანოს განცხადებაში.
0
0