
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ იმას, რომ ვერცერთი სანქცირებული კომპანია პირდაპირ ფრენებს ვერ განახორციელებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, როგორც ფრენები, ისე რუსეთთან უვიზო მიმოსვლა, მხოლოდ ცალმხრივად იყო სანქცირებული, რაც მისივე შეფასებით, ძალიან ცუდი იყო.
„როგორც რუსეთთან ფრენები, ისე უვიზო მიმოსვლა, მხოლოდ ცალმხრივად იყო სანქცირებული, რაც ძალიან ცუდი იყო. გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე დღის წინ მიიღეს, განაპირობებს იმას, რომ ხვალიდან პირდაპირი ფრენები დაიწყება და ეს ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ არა რომელიმე ქვეყნის გავლით, არამედ პირდაპირ ეწვიონ რუსეთის რომელიმე ქალაქს, იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილი აქვს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ იმას, რომ ვერცერთი სანქცირებული კომპანია პირდაპირ ფრენებს ვერ განახორციელებს. ამას შესაბამისი უწყებები სწავლობენ და ვერცერთი სანქცირებული კომპანია პირდაპირ ფრენებში ვერ ჩაერთვება. ის კონკრეტული ფაქტი, რომ კომპანია „აზიმუტს“ საიტზე აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მოხსენებული, ძალიან ცუდია, თუმცა, ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოების სიიდან უკვე ამოღებულია.
ოკუპაცია ძალიან დიდი პრობლემაა და რა თქმა უნდა, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის,რომ ამ ტერიტორიების დეოკუპაცია მოვახერხოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025