28/02/2025
15:28

გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. "კურიერის" გადამღები ჯგუფი სტიქიის ეპიცენტრში იმ სოფლებისკენ მიდის, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გარესამყაროს მოწყვეტილი იყო. დასახლებამდე მისასვლელი გზა უკვე გახსნილია, სოფელში ჰუმანიტარული დახმარება უნდა ჩაიტანონ.
საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური. გზების 80% გაწმენდილია. გურიაში ელექტროენერგიის გარეშე რჩება 5 000 აბონენტი, გაზმომარაგება კი დაზიანებული აბონენტების ნახევარზე მეტს აღუდგა.
ლანჩხუთის მერის პირველი მოადგილის, ეკატერინე გუჯაბიძის განცხადებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ზარის მიხედვით ხდება შესაბამისი რეაგირება.
"სრული მობილიზებაა, როგორც საკვები პროდუქტის კუთხით, ასევე მედიკამენტების მიმართულებით. აღნიშნული პროდუქტების დარიგებაში აქტიურად არის ჩართული თავდაცვის ძალები, შესაბამისი ტექნიკით, ასევე გადაუდებელი და მუნიციპალური სამსახურები. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და შემოსული ზარების შესაბამისად ვახდენთ რეაგირებას", - განაცხადა ეკატერინე გუჯაბიძემ.
0
0