
სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მომავლის საკითხების ერთი სიტყვით მტერია ან არ არის მტერი დაყვანა მხოლოდ ერთი მიზნისთვის ხდება: ხელისუფლების წარმომადგენლისგან ისეთი ფრაზის ამოგლეჯა, რომელსაც შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებენ, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში, ოპოზიციური მედიის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის დასმული კითხვის შესახებ.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ პროვოკაციას შესაბამისი პოლიტიკური პასუხი გასცა.
„არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი? - ეს კითხვა კი არა, საკუთარი ქვეყნისთვის ხაფანგის დაგების უსინდისო მცდელობაა.
როდესაც ჟურნალისტი პასუხს წინასწარ განსაზღვრულ ჩარჩოში აქცევს და შემდეგ ამ პასუხისგან პოლიტიკური სკანდალის შექმნას ცდილობს, ეს ჟურნალისტიკა არ არის.
სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მომავლის საკითხების ერთი სიტყვით მტერია ან არ არის მტერი დაყვანა მხოლოდ ერთი მიზნისთვის ხდება: ხელისუფლების წარმომადგენლისგან ისეთი ფრაზის ამოგლეჯა, რომელსაც შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებენ.
ირაკლი კობახიძე ძალიან გამოცდილი ორატორია და ამ პროვოკაციას შესაბამისი პოლიტიკური პასუხი გასცა. და სწორედ აქ ჩანს განსხვავება პოლიტიკოსსა და უსამშობლო პროვოკატორს შორის, პირველი ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობს, მეორე კი მტრულ ჰედლაინზე.
საქართველოს არ სჭირდება ომისკენ მიმანიშნებელი რიტორიკა და არც რუსეთის მიმართ რაიმე სახის რომანტიზება. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საბედნიეროდ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც გადაწყვეტილებებს არა უნამუსო მედიასაშუალებების დღის წესრიგით, არამედ ქვეყნის ინტერესებით იღებს.“ - წერს მეტრეველი.
0
0