
დიდი ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობების შეზღუდვას გეგმავს, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.
გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა აპირებს პოლიტიკოსებისთვის კრიპტოვალუტაში განხორციელებული შემოწირულობების აკრძალვას, ასევე უცხოეთიდან შემოწირულობების შეზღუდვას, რაც, სავარაუდოდ, დააზარალებს ნაიჯელ ფარაჯის მემარჯვენე პარტიას, Reform UK-ს.
კერძოდ, როგორც „სქაი ნიუსი“ აღნიშნავს, მთავრობა აპირებს, წელიწადში 100 000 გირვანქა სტერლინგამდე შეზღუდოს საზღვარგარეთ მცხოვრები ბრიტანელი ამომრჩევლების მიერ განხორციელებული შემოწირულობები. ამას გარდა, განიხილება კრიპტოვალუტაშიგანხორციელებული შემოწირულობების სრულად აკრძალვა. ამ გზით ბრიტანეთის მთავრობა ცდილობს, გააძლიეროს ბრძოლა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ.
ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ ასეთი გავლენები დიდ ბრიტანეთში გაძლიერდა.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მდივანი ფილიპ რაიკროფტი თავის კვლევაში ყურადღებას ამახვილებს მტრული უცხო სახელმწიფოების, კერძოდ, რუსეთის, ჩინეთის და ირანის გავლენის საფრთხის შესახებ. რაიკროფტის მოხსენებაში ასევე მოხვდა ბრიტანულ პოლიტიკაში ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევის „ახალი საფრთხეც“.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ როგორც ბრიტანეთის მოკავშირეები, ასევე მტრები ცდილობენ, „ჩაერიონ და საკუთარი მიზნები გაატარონ”.
„სქაი ნიუსი“ წერს, რომ ბრიტანეთის მთავრობის მიერ შემოთავაზებული შეზღუდვები, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია ნაიჯელ ფარაჯისპარტიის, Reform UK-ის წინააღმდეგ, რომელმაც გასული წლის განმავლობაში ტაილანდელი ინვესტორისგან, კრისტოფერ ჰარბორნისგან დაახლოებით 12 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო. ეს პოლიტიკური ძალა ასევე იღებს ყველაზე მეტ შემოწირულობებს კრიპტოვალუტაში, რაც გამჭვირვალობის თვალსაზრისით შეშფოთებას იწვევს.
0
0