-share.jpg)
spnews-ის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები იგეგმება მინისტრთა კაბინეტში.
თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
ცვლილებებია მოსალოდნელი ჯანდაცვის, იუსტიციისა და კულტურის სამინისტროებშიც.
ამასთან, თანამდებობას სავარაუდოდ დატოვებს სუს-ის ხელმძღვანელიც, გრიგოლ ლილუაშვილიც.
გავრცელებული ინფორმაციით, კულტურისა და სპორტის მინისტრი თანამშრომლებს დაემშვიდობა. თეა წულუკიანი საარჩევნო პროცესში აქტიურ ჩართვას აპირებს.
ამასთან, 24 იანვარს გამართულ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობებზე ერთმანეთს შეცვლიან.
პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაურის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ასევე დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტს.
“ქართული ოცნების” ყრილობა პირველ თებერვალს გაიმართება.
ცნობისთვის, დღეს, 29 იანვარს, 14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომაა დაანონსებული.
0
0