
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამ დროის ინფორმაციით, ფონიჭალაში 10-ზე მეტი, ხოლო კაბალში 4 სავარაუდო ნარკორეალიზატორია დაკავებული.
ეს პირველი კომენტარები ადგილებზე უკვე გაკეთდა.
შსს-ს წარმომადგენლების ცნობით, ფონიჭალაში 10-ზე მეტი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული, ხოლო კაბალში 4 ადგილობრივი.
როგორც კაბალში ადგილობრივები აცხადებენ, რამდენიმე საათია მათ სოფელში პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავებს რამდენიმე ქუჩა აქვთ გადაკეტილი. სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების დაკავებას უკავშირდება და ამას ადგილობრივი მოსახლეობაც ადასტურებს.
"ღამის 4 საათიდან აქ არიან, ჩხრეკა მიმდინარეობს. ამბობენ, რომ ნარკობიზნესთან არისო დაკავშირებული. ვიცი, რომ საზღვარგარეთ მიდიოდა-მოდიოდა. გავიგეთ, რომ მიმდინარეობს სპეცოპერაციები რამდენიმე ადგილას," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. კაბალში ოპერაცია ამ წუთებში კვლავ გრძელდება.
რაც შეეხება ფონიჭალას, არსებული ინფორმაციით, იქ სპეცოპერაცია უკვე დასრულებულია.
შსს ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.
0
0