14/07/2022
22:00
სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „მთავარი არხის“ თანამშრომელთა შორის გამართული საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამშრომელთა შორის გამართული კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
0
0