04/12/2023
12:48
მსოფლიო
აზერბაიჯანელი გამნაღმველები სპეციალურად გაწვრთნილ ვირთხებს იყენებენ ყარაბაღის ტერიტორიის ნაღმებისა და აუფეთქებელი ჭურვისაგან გასასუფთავებლად. ამის შესახებ ფარჰად ისაევმა, ნაღმების მოქმედების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა.
„განმაღვრის პროცესში (ყარაბაღი - რედ.) გამოიყენება სპეციალურად გაწვრთნილი გამნაღმველი ძაღლები და ვირთხები“ - განაცხადა ისაევმა.
ამავე დროს, მისი თქმით, ამავე პროცესში გამოიყენება ჯავშან ექსკავატორები, ასევე, აზერბაიჯანული წარმოების Revival-B და Revival-T ნაღმის გამწმენდი მანქანები.
ისაევის თქმით, 2020 წლიდან დღემდე, ყარაბაღში 337 ადამიანი აფეთქდა ნაღმებზე, მათგან 65, მათ შორის 50 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
„სულ დაფიქსირდა ნაღმების აფეთქების 197 შემთხვევა, საიდანაც 56 მოხდა ყოფილ კონტაქტის ხაზზე, ხოლო 141 მისგან მოშორებით“, - აღნიშნა ისაევმა.
0
0