
"ხაზი! ხაზი! ყურადღება მიაქციე," - ასე შესძახა 63 წლის ლუჩანო სპალეტიმ, გუშინ, ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას მატჩის დროს. მედიას კი ეს ეპიზოდი არ გამორჩენია.
სპალეტიმ კვარაცხელიას ეს შენიშვნა მატჩის პირველი ნახევრის ერთ-ერთ ეპიზოდში მისცა, როცა ქართველი ბურთის მიღებისას თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ცნობისთვის, 25 თებერვალს, სერია A-ს 24-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ემპოლის“ 2:0 სძლია. ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა ორივე გოლი მისი აქტიურობის შედეგად გავიდა და თავისი გუნდის მორიგ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ამ ინციდენტის მიუხედავად, მატჩის დასრულების შემდეგ სპალეტიმ კვარაცხელიაზეც ისაუბრა. მწვრთნელმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ნახევარდაცვის თამაში მოეწონა, ლობოტკა, ელმასი და შეტევაში ოსიმენი, რომელსაც გუნდის ლიდერი უწოდა, ქართველის შესახებ კი თქვა, რომ ის “მაგარი ფეხბურთელია”.
"კვარაცხელიას კლასიდან გამომდინარე, მისი ჯარიმის გარეშე შეჩერება ძნელია, ხანდახან მეტოქეები ასე ცდილობენ განეიტრალებას, რაც ნორმალურია, რადგან მაგარი ფეხბურთელია. იტალიელი მსაჯები უმაღლესი დონის არიან და შემთხვევითი არაა, რომ ხშირად ევროტურნირების ფინალებს მსაჯობენ", განაცხადა სპალეტიმ მატჩის დასრულების შემდეგ.
0
0