07/03/2026
18:31

ერთადერთი, რასაც ვერ ვაპატიებთ ჩვენს თავს, ეს იქნება, რომ ჩვენ ქვეყანაში ვერ შევინარჩუნოთ მშვიდობა, რადგან ეს არის ახლა მთავარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
„როდესაც რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ეთერში ვთქვი, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვინაიდან ირანი არის ჩვენი მეზობელი, მგონი ჩემს გეოგრაფიის მასწავლებელს ახსენებდნენ, რომ საერთოდ არ გვაქვს საზღვარი და რომელ მეზობლობაზე ვლაპარაკობთო. თბილისიდან ბათუმი უფრო შორსაა, ვიდრე ირანის საზღვარი. აღარ ვამბობ საქართველოს სამხრეთის საზღვრიდან ირანამდე მართლაც ორასი კილომეტრი არ არის. როდესაც აზერბაიჯანის საზღვართან დრონები შეინიშნება, როდესაც აზერბაიჯანი ახდენს მობილიზებას თავისი საზღვრის დასაცავად, ე.ი. ფაქტია რამდენად ახლოს ვართ კონფლიქტის ზონასთან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთადერთი, რასაც ვერ ვაპატიებთ ჩვენს თავს, ეს იქნება, რომ ჩვენს ქვეყანაში ვერ შევინარჩუნოთ მშვიდობა, რადგან ეს არის ახლა მთავარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
0
0