18/01/2022
17:21
პოლიტიკა
„და 2013 წლიდან დღემდე თბილისში 2000-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა მიიღო ბინა ახლადაშენებულ კორპუსში და რამდენიმე ათას დევნილს დაუკანონდა საცხოვრებელი, ოღონდ არა ისე, როგორც ნაციონალები უკანონებდნენ ძალადობით, არამედ უბრალოდ, თუ ადამიანები ამბობდნენ, რომ - მე არაფერი მინდა სახელმწიფოსგან, აი, ეს ბინა, სადაც ვცხოვრობ დამიკანონეთ - იმ ფართს ვუკანონებდით. მთლიანობაში საქართველოში 27 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო ბინა 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე. თუ შევადარებთ ისევ წინა პერიოდს, 2008 წლამდე დევნილებისთვის საქართველოში ბინები არ შენდებოდა. 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო ის ჩასახლებები, რომლებიც არის შიდა ქართლში და პლუს ფოთში და წყალტუბოში აშენდა რამდენიმე კორპუსი, ოღონდ ისეთი გაუსაძლისი პირობები იყო, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო. მაშინ როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით დავხარჯეთ რამდენიმე მილიონი ლარი, რომ ეს კორპუსები შეგვეფუთა და მათში საცხოვრებელი პირობები ყოფილიყო ნორმალური. გარდა ამისა, ძალიან მასშტაბური მშენებლობები დაიწყო ზუგდიდში, გორში, წყალტუბოში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში და ძალიან ბევრი ბინა იყო შეძენილი თბილისში დევნილებისთვის. ეს განსხვავებაა მათ მიდგომას და ჩვენ მიდგომას შორის. თუმცა, ძალიან ბევრი დევნილია დარჩენილო დღესაც უმძიმეს პირობებში, ნგრევად ობიექტებში და ახლა მიდგომა ის უნდა იყოს, რომ ეს ობიექტები დაიცალოს პირველ რიგში.
სხვათა შორის, სასტუმრო „ქართლთან“ დაკავშირებით, მე ჩავატარე ექსპერტიზა. მანამდე ჩატარებული იყო ექსპერტიზა და არ ჰქონდა მინიჭებული სტატუსი, თუმცა, მე ჩავატარებინე განმეორებითი ექსპერტიზა და დეტალური კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ კორპუსს ეკუთვნოდა ნგრევადი ობიექტის სტატუსი და შესაბამისად სასტუმრო „ქართლიდან“ განსახლება, სწორედ მაშინ დადგა დღის წესრიგში“, - განაცხადა სუბარმა“, - განაცხადა სუბარმა.
0
0