
„დაელოდონ ჩვენს მეთოდურ და სისტემურ ნაბიჯებს. რა თქმა უნდა, არავის, მით უმეტეს, 100 და 150 ადამიანს არ მივცემთ 4 მილიონ ადამიანზე ძალადობის შესაძლებლობას. რა თქმა უნდა,ამას არ დავუშვებთ. როცა გამოდის 100 სამარცხვინო უცხოელი აგენტი და ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე, მის ეკონომიკაზე, მის ეროვნულ ინტერესებზე, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებ.
ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად. დაცული იქნება ძირითად უფლებების სტანდარტები, მაგრამ კიდევ ერთხელ - ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ.
არ გამოვრიცხავ, რომ იმ ადამიანებს შორის, იქ რომ დგას 150 კაცი, 10-15 ადამიანი იყოს გულწრფელი სულელი, მაგრამ მათ მიმართაც ჩვენი თანაგრძნობა იქნება ნული. სისულელეც არის დასჯადი, როცა შენ უპირისპირდები ეროვნულ ინტერესებს. როცა ხვდები, რომ ინტელექტი არ გაქვს მაგდენი, რომ ელემენტარული გაიაზრო, რომ უცხოური დავალებებით მოქმედ სცენარში ხარ ჩაწერილი, ესეც არის ერთგვარი დანაშაული, ამიტომ თანაგრძნობა მათ მიმართაც ვერ იქნება.
შეკრებაც შეიძლება შეიზღუდოს, მით უმეტეს, რომ რა შეკრებაც იმართება ამ ერთი წლის განმავლობაში, ის კანონის და საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ექვემდებარება შეზღუდვას, როცა არ ხარ საკმარისი რაოდენობით...".
0
0