
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულია კიდევ 13 პირი.
როგორც შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, კიდევ ორი პირი მიმალვაშია და მათ დასაკავებლად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.
„4 ოქტომბერს ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე უკვე დაკავებულია 13 პირი. ესენი არიან: თ.მ; ა,ნ; ბ,ჟ; ბ,მ; ა,გ; ე,შ; გ,რ; ვ,ფ; დ,ს; მ,მ; ზ,ხ; კ,მ და ს,მ. ორი პირი ჯერჯერობით იმყოფება მიმალვაში. პოლიცია ატარებს შესაბამის ოპერატიულ და სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით. საქართველოს შინაგან სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, – განაცხადა დარახველიძემ.
0
0