სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ერთიან საქართველოში მშვიდობიანად ვიცხოვრებთ ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც და საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად ეროვნებისა
A-
+A

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომი და თქვა, რომ დღემდე ცოცხალია ის ტკივილი, რომელიც გამოიწვია გმირებისა და სამოქალაქო მოსახლეობის ომში გარდაცვალებამ. სუბარმა აღნიშნა, რომ დადგება დღე, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება:
„განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ დღემდე არ არის აღსრულებული ქვეყნის უმთავრესი მიზანი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გმირების სისხლი ტყუილად არაა დაღვრილი და დადგება დღე, როცა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება“ - განაცხადა სუბარმა.
მან თქვა, რომ დადგება დღე, როცა საქართველოს თითოეული მოქალაქე, განურჩევლად ეროვნებისა, შეძლებს საქართველოში მშვიდობიანად თანაცხოვრებას.
„18 წელი გავიდა აგვისტოს ტრაგიკული ომიდან და დღემდე ცოცხალია ის ტკივილი, რომელიც ჩვენი გმირების, ჩვენი სამოქალაქო მოსახლეობის სიკვდილმა გამოიწვია. განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ დღემდე არ არის აღსრულებული ქვეყნის უმთავრესი მიზანი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გმირების სისხლი ტყუილად არაა დაღვრილი და დადგება დღე, როცა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ერთიან საქართველოში მშვიდობიანად ვიცხოვრებთ ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც და საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად ეროვნებისა,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1
0
221
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს
01/09/2026
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%