18/12/2024
17:17
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ ჩერნომორენერგოს წარმომადგენლებს დაავალა, ქართულ მხარესთან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობა განიხილონ.
როგორც სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს, საუბარია ელექტროენერგიის ზამთრის მიწოდების შესაძლებლობაზე ზაფხულისთვის განკუთვნილი მიწოდების სანაცვლოდ, როდესაც ენგურჰესის გამომუშავება ამის შესაძლებლობას მისცემს.
დღეს Inter RAO-ს გამგეობის წევრმა ალექსანდრა პანინამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება ხელშეკრულების ფარგლებში წინასწარ გადახდას ექვემდებარება, მისი 2025 წელს გაგრძელების შესაძლებლობა ჯერ არ განიხილება.
ამასთან, რუსული მედიით ცნობილი ხდება, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ რუსეთს ელექტროენერგიის მიწოდების თხოვნით მიმართა, მაგრამ რუსეთს ჯერ მათთვის არ უპასუხია.
0
0