
კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისა და მცდარი ამბების გავრცელების გამო კატარში 313 ადამიანი დააკავეს.
უწყების განმარტებით, დაკავებულებმა სოციალური მედიის საშუალებით ბოროტად გამოიყენეს არსებული ვითარება.
კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ არაავტორიზებული ვიდეოების გადაღებისა და გამოქვეყნებისგან ან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ცრუ ამბების გავრცელებისგან.
„დაკავებები განხორციელდა არაავტორიზებული ვიდეოების გადაღებისა და გავრცელების, შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისა და მცდარი ამბების გავრცელებისთვის, ასევე საზოგადოებრივი შეშფოთების გაღვივების მიზნით ინფორმაციის გავრცელებისთვის“, – აღნიშნეს კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროში.
0
0
დიდგორის ბრძოლიდან 905 წელი გავიდა
12/08/2026