სოსო მანჯავიძე: ვულოცავ საქართველოს რუსეთზე მოპოვებულ კიდევ ერთ ბრწყინვალე გამარჯვებას! 90.000 ჯავშანი ერთი შესანიშნავი ჰუკის წყალობით გავაუქმეთ!
23/07/2026
11:53
A-
+A

ვულოცავ საქართველოს რუსეთზე მოპოვებულ კიდევ ერთ ბრწყინვალე გამარჯვებას!
90.000 ჯავშანი ერთი შესანიშნავი ჰუკის წყალობით გავაუქმეთ!
რუსები ილტვიან!- წერს ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე.
"ახლა მთავარია სამხრეთის მიმართულებით ვილაშქროთ! თურქები, არაბები,ინდოელები, ირანელები და ყველა სხვა განვდევნოთ და განვასხათ საზღვართა გარე საქართველოისა!
არ დამიწყოთ ახლა, სტუდენტიო, ტურისტიო, ბიზნესიო და ჩვენებიც ბევრი არიან იქეთო და სხვა ასეთები!
ეს ღალატია!
ზოგადად ლოგიკა ღალატია და რუსულია!
ბალახს შევჭამთ გოჭის მაგივრად ბოლო-ბოლო და მანდარინს დავაყოლებთ, თან ღვინო კი გვექნება თავზე სასხმელი!
ამით მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ ჩვენ სხვა, ყველასგან განსხვავებული ლოგიკა გვაქვს ამ ცხოვრებაში, რომ არც ენერგეტიკა გვინდა, არც ტურიზმი, არც ქარხნები. არამედ ლანძღვა-გინება და წყევლა-კრულვა იგი დაუსრულებელი!
ჰო. დამავიწყდა-არ იქნებოდა ურიგო, რომ ყოველ შემთხვევაში სამტრედიის რკინიგზაც გადაგვეკეტა,რომ არც არაფერი გავიდეს და არც არაფერი შემოვიდეს!
ამ სხვა გადაუდებელი და ბრძნული ღონისძიებების გატარების შემდეგ, ხალხსაც მოშივდება და ერთი კარგი შიდა ომიც გამოგვივა!
ასე არ სჯობს?
ომი გვინდა , აბა რა!
რა ჩვენი საქმეა ეს ეკონომიკური ზრდა და მსგავსი მოსაწყენი რუსქოცური ნარატივები.
ონისე ოქრიაშვილი გმირია!
ჭიღლაძეც გმირია!
აკაცუკები გმირები არიან!
დღეს ყველანი ვაჟა ექიმები ვართ!
მიშა ალექსანდრე მაკედონელია!
სლავა უკრაინი!
ზელენსკი სულ დამავიწყდა,რომ გმირია!
ეს ვინც უცებ გამახსენდა და კიდევ რამდენი გვყავს მსგავსი გმირნი და გოლიათნი!
გაუმარჯოს ჩვენს ჯერ არნახულ, ჯერ არ გაგონილ ევროპის განმაცვიფრებელ დემოკრატიას"- წერს მანჯავიძე.
1
0
43
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%