21/07/2022
13:19
სამართალი
![main-img](https://spnews.io/storage/files/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98.jpg)
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილის მოინახულებს.
როგორც მეუფე ანტონმა „რუსთავი 2“-თან განაცხადა, მას კითხვები აქვს სოსო გოგაშვილთან, თუ რატომ დაუპირისპირდა სისტემას, რომლის ნაწილიც თავად იყო.
„ვეცდები, რომ მას შევხვდე და ალბათ, მართლა ავიღებ იმის უფლებას, რომ მოვინახულო და პირადად შევეკითხო - რატომ სოსო? რატომ? შენ ხომ შეგზავნილი არ იყავი. იქ, სადაც იყო, ახლა იწყებს იმ სისტემების მხილებას, რომ „მე ასე ვიცი, მე ისე ვიცი“ - ამას ჩვენებურად შანტაჟი ჰქვია და არ შეიძლება. დღევანდელ პოზიციას ვერ ვიგებ. უცებ როგორ აუჯანყდა იმ სისტემას, რომელშიც იყო, რასაც ემსახურებოდა? ასე მგონია, ვიღაცამ ძალიან „შეუჩხიკინა“, - აცხადებს მეუფე.
0
0