-share.jpg)
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 19 ადამიანს ქვეყნის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა.
იმ პირებს შორის, რომლებიც დაჯილდოვდნენ, არიან ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, მილიარდერი ჯორჯ სოროსი, ფეხბურთელი ლიონელ მესი, მუსიკოსი ბონო, ამერიკული ვოგის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური, დიზაინერი რალფ ლორენი, მსახიობი დენზელ ვაშინგტონი და სხვები.
თეთრი სახლის ცნობით, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი "გადაეცემათ პირებს, რომლებმაც სამაგალითო წვლილი შეიტანეს შეერთებული შტატების კეთილდღეობის, ღირებულებების ან უსაფრთხოების, მსოფლიო მშვიდობისა თუ სხვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, საჯარო თუ კერძო მცდელობებისთვის".
თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი ერის უმაღლესი სამოქალაქო პატივია.
0
0
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
09/06/2026