19/05/2023
08:20
მსოფლიო
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა განაცხადა, რომ ერევნის კონიაკის ქარხანა, რომელიც აწარმოებს არარატის ბრენდს, შეწყვეტს ალკოჰოლის მიწოდებას რუსეთში. მის სიტყვებს „ინტერფაქსი“ ციტირებს.
„ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მიმიღია, მაგრამ, როგორც ჩანს, უკვე ოფიციალურია, რომ ერევნის კონიაკის ქარხანა რუსეთში ექსპორტს შეწყვეტს“ - განაცხადა მან.
მინისტრმა დასძინა, რომ მიწოდებაზე უარის თქმა შეუქმნის პრობლემებს, რაც გავლენას მოახდენს ადგილობრივი ფერმერებისგან ყურძნის შესყიდვაზე.
ბრენდი Ararat-ს 1998 წლიდან ფლობს ფრანგული ჯგუფი Pernod Ricard-ს, რომელმაც უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, შეწყვიტა სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის მიწოდება მის პორტფელში. ერევნის კონიაკის ქარხნის ექსპორტის 80 პროცენტზე მეტი სწორედ რუსეთი მოდიოდა.
Pernod Ricard-მა რუსეთში ალკოჰოლის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე. თუმცა, მიმდინარე წლის აპრილში გაჩნდა ინფორმაცია ექსპორტის განახლების შესახებ. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის კორპორაციულ საკითხებსა და კომუნიკაციებში პაულა ერიქსონის თქმით, კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ, ფრანგული კონცერნი Pernod Ricard „მოქმედებდა თავისი თანამშრომლების ინტერესების გათვალისწინებით როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში“ და ახლა პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს არსებული სანქციებით გარკვეული მოცულობით.
რამდენიმე დღის შემდეგ ჯგუფმა გამოაცხადა, რომ კვლავ უარს ამბობდა მიწოდების განახლებაზე. კომპანიამ გადაწყვეტილება ახსნა თანამშრომლებისა და პარტნიორების მასობრივი კრიტიკისგან დაცვის სურვილით.
0
0