20/12/2023
19:48
მსოფლიო
სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიამ რადიო Sputnik Armenia-ს მაუწყებლობის ლიცენზია 30 დღით შეუჩერა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
კომისიის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიამ იხელმძღვანელა „აუდიოვიზუალური მედიის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით, მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სახდელის - რადიოკომპანია Tospa-ს ლიცენზიის შეჩერებით 30 დღის განმავლობაში.
სხვა გადაწყვეტილებით, კომისიამ კომპანია 500 ათასი დრამით (დაახლოებით 1200 დოლარი) დააჯარიმა.
მარეგულირებლის პირველი გადაწყვეტილება დაკავშირებულია გადაცემასთან "პარასკევი ტიგრან კეოსაიანთან", რომელშიც ავტორმა, სავარაუდოდ, "გააკეთა ირონიული განცხადებები, რომლებიც ამცირებენ ქვეყნისა და ხალხის ღირსებასა ისე რომ არ ჰქონდა ამის "მორალური უფლება", როგორც უცხოელს.
მეორე გადაწყვეტილება (ჯარიმა) ეხება ყოფილი დეპუტატის არმან აბოვიანის გადაცემას - „Abovyan Time“. აქ კომისიამ აღმოაჩინა განცხადებები, რომლებიც ავრცელებს პანიკას და ეფუძნება გადაუმოწმებელ და არასანდო წყაროებს.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024