29/11/2023
17:50
მსოფლიო
სომხეთისთვის უცნაურია, რომ სომხეთიდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლით 60-ზე მეტი სატვირთო მანქანა დაბრუნდა, მაშინ როდესაც, სომეხს მომწოდებლებს საქონლის ხარისხში ცვლილება არ შეუტანიათ.
ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა ჟურნალისტებთან საუბარში, ზემო ლარსის საგუშაგოზე წარმოქმნილ პრობლემებსა და „როსსელხოზნადზორის“ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენ ავიღეთ „როსსელხოზნადზორის“ მიერ გამოქვეყნებული მასალები და ვსწავლობთ მათ იმის გასაგებად, თუ რამდენად არ შეესაბამება ჩვენი ბიზნესმენების მიერ წარმოებული პროდუქცია იმ სტანდარტებს, რომლებსაც რუსეთი იყენებს“, - განაცხადა კერობიანმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამაში იყოს პოლიტიკური კონტექსტი, მინისტრმა უპასუხა, რომ ამას არ იტყვის - წერს "არმენპრესი".
„ჩვენთვის უცნაურია, რომ წელიწადში 35 მანქანა აბრუნებენ, შემდეგ კი ისევ 35 მანქანას აბრუნებენ 2 დღეში და ეს მაშინ, როდესაც რეგულირებაში არავითარი ცვლილება არ შეგვიტანია და მომწოდებლებს არ შეუცვლიათ პროდუქციის ხარისხი" - აღნიშნა მან.
კერობიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა დაიწყო ქმედებები ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში. „ჩვენ მოვიწვიეთ სასწრაფო შეხვედრა, რომელიც გაიმართება უახლოეს ორ დღეში“, - განაცხადა კერობიანმა.
მანამდე, სომხეთის მთავრობის აპარატის უფროსს, არაიიკ ჰარუთუნიანს მიაჩნია, რომ ზემო ლარსის გამშვები პუნქტის დახურვა არ იმოქმედებს სომხეთზე, თუ ყველა სომეხი იყიდის ექსკლუზიურად სომხურ პროდუქტს.
0
0