სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ერევნის უნივერსიტეტში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
17/11/2023
11:52
მსოფლიო
A-
+A
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
„ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები არიან. წინასწარი მონაცემებით, სამი დაშავებული გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათ ჩაუტარდათ საჭირო სამედიცინო დახმარება და უტარდებათ გამოკვლევა. აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, არის გარდაცვლილი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
მანამდე ონლაინ გამოცემა oragir.news-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტის შენობაში აფეთქება მოხდა.
0
0
536
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%