29/11/2023
11:53
მსოფლიო
რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური („როსსელხოზნადზორი“) აღნიშნავს, რომ „სომხეთიდან მავნებლებით დაავადებული მოსავლის პროდუქტების მიწოდება მკვეთრად გაიარდა და სთხოვს სომეხ კოლეგებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები დარღვევების თავიდან ასაცილებლად“.
სამსახურის ცნობით, წელს სომხურ ყვავილსა და ხილ-ბოსტნეულ პროდუქტში მავნე ორგანიზმი 72 შემთხვევაში გამოვლინდა.
„ამავდროულად, ნოემბერში დაფიქსირდა დარღვევების მკვეთრი ზრდა - მხოლოდ 24-დან 26 ნოემბრის ჩათვლით რუსეთში დაბინძურებული ყვავილების, კიტრის, ჩირის, ყურძნის, ყვავილოვანი კომბოსტოს, პომიდვრის, წიწაკის, ბადრიჯნის, ვაშლის შემოტანის 36 შემთხვევაა, რომლებსაც თან ახლავს სომხეთის სურსათის უვნებლობის ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი“ - ნათქვამია პრესრელიზში.
„როსსელხოზნადზორმა“ ოფიციალური წერილი გაუგზავნა სომხეთს თხოვნით, „დაუყოვნებლივ მიიღოს ყოვლისმომცველი ზომები რუსეთში დაბინძურებული პროდუქტების გადაზიდვის თავიდან ასაცილებლად და შეატყობინოს რუსეთის დეპარტამენტს ჩატარებული სამუშაოების შესახებ“.
პარალელურად, საზღვარზე ფიტოსანიტარული კონტროლი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, სომხეთიდან შემოსული ტვირთის შემოწმებისა და რეგისტრაციის წესი არ შეცვლილა, იუწყება „როსსელხოზნადზორი“.
0
0