
რუსული იარაღის პარტია უკვე სომხეთშია. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ სომხურ სამსახურს მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ დეპუტატმა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომისიის წევრმა გაგიკ მელკონიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, სამხედრო პროდუქცია ცოტა ხნის წინ გადაიტანეს. ისინი სომხურ მხარეს წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიეწოდა.
მელქონიანს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის იარაღზე იყო საუბარი.
მანამდე თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ანდრანიკ ქოჩარიანმა კითხვაზე, იღებდა თუ არა სომხეთი შეკვეთილ რუსულ იარაღს, უპასუხა: „დიახ, გარკვეულწილად“.
ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რეგულარულად აცხადებდნენ, რომ სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი არ აწვდიდა იარაღს სომხეთს. მიუხედავად იმისა, რომ მასში „ასობით მილიონი დოლარი“ იყო გადახდილი.
0
0
მოსკოვში შეხვედრა გამორიცხულია - ზელენსკი
21/08/2025